ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დატყვევებული ჟურნალისტები ირანში


ირანელი ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება, ციხეში გაატარა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, შარშან ირანში უკანასკნელი არჩევნების შემდეგ იმდენი ჟურნალისტი დააპატიმრეს, რომ ამჟამად ეს ქვეყანა მსოფლიოში ლიდერობს ამ მაჩვენებელით.

საერთაშორისო ამინისტიის განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობას დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ირანში ჩატარებულ საჯარო სასამართლო პროცესებზე.

ზოგიერთი მათგანი ყოველგვარი ბრალდების წაყენების გარეშე ჰყავდათ დაპატიმრებული. მათზე წამების მეთოდებსაც იყენებდნენ. ირანელი ჟურნალისტების ნაწილმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და ამით გადაირჩინა თავი.

ირანის მთავრობამ დახურა რამდენიმე გაზეთი და აკრძალა ირანელი ჟურნალისტების ასოციაციის მოღვაწეობა. ირანის ხელისუფლებამ სპეციალური კანონი შემოიღო რომელიც ბლოგერების საქმიანობას აკონტროლებს.

ირანმა შეამცირა უცხოელი კორესპონდენტების რაოდენობა ქვეყანაში და აუკრძალა თავის მოქალაქეებს ბი-ბი-სის და ამერიკის ხმის მსგავს უცხოურ სამაუწყებლო კომპანიებთან ურთიერთობა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით, სიტყვის თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.იქ სადაც შეზღუდულია დამოუკიდებელი მედია შეუძლებელია თავისუფლების შენარჩუნება.

61 წლის წინათ ირანმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა. ჰილარი კლინტონის განცხადებით ამ დეკლარაციის მე-19 პარაგრაფში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ყველას გააჩნია საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება. ასევე გარანტირებულია ინფორმაციის მოპოვების და მისი გავრცელების თავისუფლება.

" შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს სიტყვის თავისუფლების და მამაცი ჟურნალსიტების უფლებების დასაცავად, რომლებსაც 21 საუკუნის გამოწვევებთან უწევთ გამკლავება" - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG