ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში გაგას კონცერტი გაუქმდა


ინდონეზიის პოლიციამ გაგასთვის საჭირო ნებართვების გაცემაზე უარი განაცხადა.

ამერიკელი პოპ ვარსკვლავი ლეიდი გაგას ინდონეზიაში სამ ივნისს დანიშნული კონცერტი გაუქმდა ისლამისტი მეამბოხეების მიერ გაკეთებული მუქარის გამო.

კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი მონიკა სებაიანგის განცხადებით, კონცერტი გაუქმდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ლეიდი გაგას საფრთხე არ შექმნოდა, არამედ იმისთვისაც, რომ ძალადობის ფაქტის შემთხვევაში კონცერტზე დამსწრეებიც არ დაშავებულიყვნენ.

ინდონეზიის პოლიციამ გაგასთვის საჭირო ნებართვების გაცემაზე უარი განაცხადა იმ შემთხვევაში, თუ მომღერალი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერას არ ამოიღებდა. გარდა ამისა, ისლამის დამცველთა ფრონტის განცხადებით, ისინი აეროპორტთან 30 ათასი ადამიანის მოგროვებას აპირებდნენ, რათა გაგასთვის აეროპორტის დატოვების საშუალება არ მიეცათ.

XS
SM
MD
LG