ისლანდიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყოფილი პრემიერ მინისტრი გეირ ჰაარდე სამსახურეობრივ გულგრილობასა და 2008 წელს ბანკის კოლაფსში.
ჰაარდე მსოფლიოში პირველი ქვეყნის ლიდერია, რომელმაც გლობალური ფინანსური კრიზისის ინსპირირების ბრალდებით, სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი.
ჰაარდეს სავარაუდოდ პატიმრობა ან კონკრეტული ჯარიმა არ მოელის. ისლანდიის ყოფილი პრემიერი უკმაყოფილოა ფაქტით, რომ ფინანსურ კრიზისში დებენ ბრალს, რადგან მისივე განცხადებით, ეს პროცესი შეუქცევადი და უმართავი იყო.
გეირ ჰაარდე აპირებს ამ ფაქტთან დაკავშჲრებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.