ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიაში დაღუპულებს გლოვობენ


ბელგიის პრემიერ მინისტრმა ელიო დი რუპომ და ბელგიის მეფე ალბერტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით წუხილი გამოხატეს და დაღუპულთა ოჯახებს სამძჲმარი გამოუცხადეს.

ბელგიაში 28 ადამიანის დაღუპვას გლოვობენ, რომელთაგან უმეტესი არასრულწლოვანი მოზარდია. უბედური შემთხვევა შვეიცარიაში მოხდა, როდესაც სამგზავრო ავტობუსს ბელგიელი მოზარდები შვეიცარიიდან სამშობლოში გადაჰყავდა.

დაზარალებულთა მშობლები სასწრაფოდ შევიცარიაში ჩაფრინდნენ, რათა დაღუპულებსა და დაშავებულ მოზარდებში საკუთარი შვილები ამოიცნონ. როგორც ექიმები აღნიშნავენ, გადარჩენილთა უმეტესობას სხეულის დაზიანება და მოტეხილობები აღენიშნება.

სამშაბათს საღამოს სამგზავრო ავტობუსში, რომელიც შვეიცარიიდან ბელგიაშჲ ბრუნდებოდა სულ 52 მგზავრი იჯდა. სათხილამურო სეზონიდან მომავალი ავტობუსი გვირაბის კედელს შეეჯახა.

ბელგიის პრემიერ მინისტრმა ელიო დი რუპომ და ბელგიის მეფე ალბერტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით წუხილი გამოხატეს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

XS
SM
MD
LG