ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში ლიბიის მომავალზე მსჯელობენ


პარიზში ლიბიის მომავალზე მსჯელობენ
პარიზში ლიბიის მომავალზე მსჯელობენ

ლიბიის გარდამავალმა მთავრობამ კადაფის მხარდამჭერებს მის მშობლიურ ქალაქ სირტში დანებებისთვის კიდევ ერთი კვირა მისცა.

პოლიტიკური ლიდერები და დიპლომატები საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეიკრიბნენ კადაფის შემდგომი ლიბიის მომავალზე მსჯელობის მიზნით.

საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს 60 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას იწყებს.

ლიბიის ოპოზიციის ლიდერი მუსტაფა ჯალილი კონფერენციაზე ამ გეგმის შესახებ ისაუბრებს, რომელიც 18 თვის განმავლობაში ახალი კონსტიტუციის მიღებას და არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

ამასობაში ლიბიის გარდამავალმა მთავრობამ კადაფის მხარდამჭერებს მის მშობლიურ ქალაქ სირტში დანებებისთვის კიდევ ერთი კვირა მისცა. ლიბიის ოპოზიციის ულტიმატუმის ვადა შაბათამდე იყო გათვალისწინებული, მაგრამ კადაფის მომხრეებთან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ ამ ვადის გარძელება მოხდა.

პარიზის შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერუნი მასპინძლობენ. საერთაშორისო კონფერენციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ესწრებიან.

XS
SM
MD
LG