ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, განიხილოს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს მიერ მომზადებული გეგმა, რომელიც იემენში ძალაუფლების მშვიდობიან შეცვლას გულისხმობს.

პრეზიდენტმა სალეჰიმ, საუდის არაბეთში მასთან მისულ იემენის კონგრესის ხალხის პარტიის წევრებს განუცხადა, რომ ეძებს გზებს, რათა საბჭოს მიერ წამოყენებული წინადადება მშვიდობიან ვითარებაში განახორციელოს და ძალაუფლების გადაცემა მოახდინოს.

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს მიერ აღნიშნული ინიციატივა აპრილში მომზადდა და გეგმა პრეზიდენტს სალეჰის ძალაუფლების ვიცე პრეზიდენტისთვის გადაცემისკენ მოუწდებს. ამის შემდეგ, იემენში თანხმობის მთავრობა შეიქმნება და ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG