ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში გამოსვლებს კვლავ სამთავრობო ძალები ახშობენ


სირიაში გამოსვლებს კვლავ სამთავრობო ძალები ახშობენ
სირიაში გამოსვლებს კვლავ სამთავრობო ძალები ახშობენ

სირიის უშიშროების ძალებმა ორშაბათს 20 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 7 სამგლოვიარო პროცესიის მონაწილე იყო.

სირიის არმია ტანკების და სხვა იარაღის გამოყენებით აგრძელებს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების ჩახშობას ქალაქ ჰომსში.

ადგილობრივი მცხოვრებლების და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების განცხადებით, არმიამ ტანკებით გადაკეტა ქალაქის სხვადასხვა რაიონები, როდესაც უშიშროების ძალები რეიდებს ანხორციელებდნენ და ოპოზიციონერებს აპატიმრებდნენ. მოწმეების ჩვენებით, ქალაქში სროლის ხმა ისმოდა.

იმავე წყაროების ინფორმაციით, სირიის უშიშროების ძალებმა ორშაბათს ამ ქალაქში 20 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 7 სამგლოვიარო პროცესიის მონაწილე იყო.

ქალაქი ჰომსი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმართული ამბოხების ცენტრია. სირიის ხელისუფლება უცხოურ მედიას არ აძლევს ამ ქვეყანაში მუშობის საშუალებას, ამიტომ ძალზე ძნელია ქვეყანაში შექმნილ რეალურ სიტუაციაში გარკვევა.

XS
SM
MD
LG