ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრმა სახლმა თანამშრომელთა სახელფასო სია გამოაქვეყნა


თეთრმა სახლმა თანამშრომელთა სახელფასო სია გამოაქვეყნა

თეთრი სახლის 454 თანამშრომელს წელს 37,1 მილიონი დოლარის ხელფასს გადაუხდიან.

თეთრმა სახლმა საკუთარი თანამშრომლების ყოველწლიური ხელფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

თეთრი სახლის 21 თანამშრომელი წელს 172, 000 დოლარს მიიღებს.

მათ შორის არიან პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ვალერია ჯარეტი, თეთრის სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უილიამ დელიუ და პრეზიდენტის რეფერენტების ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონ ფავრიუ.

თეთრი სახლის 454 თანამშრომელს წელს 37,1 მილიონი დოლარის ხელფასს გადაუხდიან. ამ გუნდის ერთ მესამედს წლიურად 100, 000 დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

ყველაზე მცირე ხელფასი აქ 41 000 დოლარია. ყველაზე მაღალი შემოსავალი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ობამას აქვს, რომელიც წელიწადში 400 ,000 დოლარს იღებს.

XS
SM
MD
LG