სამხრეთ ავღანეთში ნატოს ავიაციის დარტყმების შედეგად 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ისინი ქალები და ბავშვები არიან. ამის შესახებ ავღანეთის ოფიციალური პირები იუწყებიან.
ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, 6 ადამიანი დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად. ნატოს წარმომადგენლის განცხადებით, ის შეშფოთებულია სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის ზრდის გამო.
მისი თქმით, ადგილზე გაიგზავნა ჯგუფი, რომელიც ვითარებას შეისწავლის და ალიანსის სარდლობა განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.