ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში კვლავ დაპირისპირებაა


ქაიროში კვლავ დაპირისპირებაა
ქაიროში კვლავ დაპირისპირებაა

ეგვიპტის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქაიროში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ძლიერი შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კოპტი ქრისტიანების ჯგუფმა სახელმწიფო ტელევიზიის წინ საპროტესტო აქცია გამართა და მათ თავს მუსლიმანთა ჯგუფი დაესხა.

შაბათს ღამე დაწყებული შეტაკება კვირას დილამდე გაგრძელდა. თვითმხილველთა თქმით, შეტაკებებში ჩართული ხალხი, ერთმანეთს ქვებს ესროდა, ასევე წვავდნენ ავტომანქანებს.

პოლიცია ჰაერში სროლით შეტაკების მონაწილეთა დაშლას ცდილობდა. მანამდე ქაიროში ბოლო შეტაკება ორი კვირის წინ მოხდა, როდესაც მუსლიმებმა კოპტებზე მიიტანეს იერიში და ასევე მათი კუთვნილი ორი ტაძარი გადაწვეს. ორი კვირის წინანდელი შეტაკების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG