ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშერი მალე ამუშავდება


Ядерная электростанция в Бушере, Иран
Ядерная электростанция в Бушере, Иран

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური ორ თვეში დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ "ფარსის" სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუშერის კომპლექისს მშენებლობა უკვე ფინალურ სტადიაზეა. როგორც დაგეგმილია, ეს ირანში ატომური რეაქტორების პირველი ქსელი იქნება. რუსეთი, რომელიც რეაქტორის მომარაგებას უზრუნველყოფს, სადგურის გამართული მუშაობისთვის ირანელი სპეციალისტების ტრენინგსაც ახორციელებს. როგორც ცნობილია, ბირთვული პროგრამის გამო ირანზე საერთაშორისო სანქციებია დაწესებული. თეირანის განცხადებით, პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყნება, ხოლო დასავლეთი შიშობს, რომ ირანს ბირთვული იარღის შექმნა აქვს გადაწყვეტილი. რაც შეეხება ბუშერის რეატქორს, მის მუშაობას მონიტორინგს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო გაუწევს.

XS
SM
MD
LG