დღეს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობიდან გადადგა თაიმურაზ ბოლოიევი. ადამიანი, რომელიც რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “ოლიმპსტროის” ედგა სათავეში და 2014 წელს სოჭის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მშენებლობების წარმოება ჰქონდა დავალებული.
ჯერჯერობით უცნობია ბოლოიევის გადადგომის დეტალები და ამ წუთისთვის არც მისი შემცვლელის ვინაობა სახელდება.
სოჭის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებლად დაწყებული სამშენებლო პროექტის ღირებულება, დაახლოებით 12 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.