ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ემიგრანტები საახალწლო სამზადისში


ქართველი ემიგრანტები საახალწლო სამზადისში
ქართველი ემიგრანტები საახალწლო სამზადისში

როგორია პარიზელი ქართველების საახალწლო სამზადისი და რა სურვილებით ეგებებიან ისინი ახალ წელს?

ახალი 2011 წლის დადგომას პარიზში ქართველი ემიგრანტები კვლავაც ქართული სუფრითა და მრავალჯამიერით ეგებებიან. როგორია პარიზელი ქართველების საახალწლო სამზადისი და რა სურვილებით ეგებებიან ისინი ახალ წელს?

ამის შესატყობად ჩვენს თანამემამულეებს ვესტუმრეთ და თითოეულ მათგანთან საუბარში ბევრი რამ საერთო აღმოვაჩინეთ.

ახალგაზრდა ქართველი იურისტი პაპუნა ჩიხრაძე, თავის მეუღლე ნინოსთან და ორ ვაჟიშვილთან ლუკასთან და ნიკოლოზთან ერთად პარიზის მე-15 უბანში ცხოვრობს. ახალ წელს იგი ოჯახთან ერთად, ტრადიციულად, თბილისის დროით შეხვდება.

ქართველი სტუდენტი გვანცა ლობჟანიძეა, რომელიც პარიზის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის სამაგისტრო კურსს წელს დაასრულებს. გვანცა თავის მეგობრებთან ერთად პარიზში დაარსებულ ქართული სიმღერის გუნდში მღერის რომელსაც „ქართული ჰარმონია“ ჰქვია. იგი სიამაყით აღნიშნავს, რომ ფრანგ და ქართველ მეგობრებთან ერთად, ამ საღამოს ახალ წელს ქართული სიმღერებით შეეგებება.

საფრანგეთში დაბადებული ალექსი რუხაძე ერთერთი ქართველი ემიგრანტის შთამომავალია. ქართული ენა მან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეისწავლა და საქართველოსაც ეწვია. იქ გაცნობილ ქართველ მეგობრებს დღესაც არ ივიწყებს და მათ საფრანგეთიდან გულთბილ მოკითხვას უთვლის.

XS
SM
MD
LG