ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეამბოხეები ნატოს ძალებს უტევენ


მეამბოხეები ნატოს ძალებს უტევენ

სამხედრო ოპერაციის დროს 15 თალიბი მეამბოხე გაანადგურდა.

ავღანეთში კოალიციის ძალების ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გამოძიებას იწყებს.

ალიანსის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის დროს 15 თალიბი მეამბოხე გაანადგურეს,მათ შორის თალიბანის ერთ-ერთი ლიდერიც.

შეტაკება ჰელმენდის პროვინციაში მოხდა, მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა ნატოს ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ, კოალიციამ მეამბოხეებზე საჰაერო დარტყმა მიიტანა, რის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ადგილობრივების განცხადებით, საჰაერო დაბომბვის შედეგად მათი მეჩეთი მთლიანად დაინგრა.

XS
SM
MD
LG