ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული გაზაფხული პარიზში


台北國際花卉博覽會入口處的花牆裝飾
台北國際花卉博覽會入口處的花牆裝飾

ქართული კულტურის დღეების ორგანიზატორებმა საფრანგეთში ეს მოვლენა 2010 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაუკავშირეს. ასე რომ, ქართული გაზაფხული წელს პარიზში 25 მაისს დაიწყო.

ქართული გაზაფხული პარიზში
ქართული გაზაფხული პარიზში

ფოტო გამოფენა,რომელსაც სახელად სწორედ „ქართული გაზაფხული“ ჰქვია პარიზში, ტოკიოს სასახლედ წოდებულ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია ამჟამად წარმოდგენილი. მისი ავტორები კი მსოფლიოში ცნობილი სააგენტო მაგნუმის ფოტოგრაფები არიან : ანტუან დაგათა, იონას ბენდიქსენი, თომა დვორზაკი, მარტინ ფრანკი, ალექს მაიოლი, გიორგი პინქასოვი, მარტინ ფარი, პაოლო პელეგრინი, მარკ პაუერი და ალეკ სოსი. მათ 2009 წლის გაზაფხულზე საქართველოში იმოგზაურეს და ფოტოებზე აღბეჭდილი საკუთარი შთაბეჭდილებები ფრანგულ საზოგადოებას გაუზიარეს.

ფოტო გამოფენა თემატურად ასახავს ათი უცხოელი ფოტოგრაფის გამოცდილებას : ქართველი ახალგაზრდობა, ოჯახური გარემო, ღვინის სიყვარული, ქართული ინდუსტრია, რელიგიური სამყარო, ქართველი ქალები, ომის ტრაგედია და ა.შ.

გამოფენას ამშვენებს მაგნუმის საქართველოს თემაზე შექმნილი საარქივო ფოტოებიც, მათ შორის, ლეგენდარული ფოტოგრაფების, რობერ კაპასა და ანრი კარტიე ბრესონის მიერ 40-იან და 70-იან წლებში საქართველოში გადაღებული ფოტომასალები. „ქართული გაზაფხული“ მთლიანად 185 ფოტო ნამუშევარსა და 2 ფოტო-ვიდეო მასალას აერთიანებს.

ქართული სეზონის მთავარი საღამო კი პარიზის ცენტრში 4 ივნისს გაიმართა. „მუსიკა და მხატვრობა ქართული კინოსა და თეატრისათვის“ პიერ კარდენის სივრცეში გამოიფინა რომელიც პარიზის მთავარი გამზირის დასაწყისში, ე.წ. ელჩების უბანში მდებარეობს და სახელად ელჩების თეატრი ჰქვია. 40 წლის წინ ეს ადგილი ცნობილი ფრანგი კუტურიეს პიერ კარდენის მფლობელობაში გადავიდა. სწორედ ამ თეატრში ითამაშა პირველად ჟერარ დეპარდიემ და ეს იყო უკანასკნელი სცენა მარლენ დიტრიხისათვის.

საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მამუკა კუდავასა და საქართველოს კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას თანდასწრებით გაიმართა 35 წუთიანი კონცერტი სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით. საღამო ოფიციალურად გახსნა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა ნინო კირთაძემ. საღამოს პირველი ნაწილი ქართულ კინოსა და მუსიკას დაეთმო, შესრულდა სულხან ცინცაძის, ალექსანდრე მაჭავარიანის, გია ყანჩელის მაწარმოებები. მუსიკის ფონზე მაყურებელი ქართული კინოს შედევრებსაც გაეცნო. ასევე გაჟღერდა ქართული ფოლკლორიც, გიორგი უშიკიშვილმა და ქართულმა ანსამბლმა „ლაშარი“ რამდენიმე ხალხური სიმღერა შეასრულეს. კონცერტი დასრულდა რევაზ ლაღიძის „განთიადით“ რომელიც ცნობილმა მომღერალმა ნატო მეტონიძემ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა.

საღამოს მეორე ნაწილმა საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლა,სადაც წარმოდგენილი იყო ქართველი გამოჩენილი სცენოგრაფების შედევრები: ვირსალაძე, ოცხელი, გამრეკელი, ქობულაძე, გუდიაშვილი, იგნატოვი და მათთან ერთად თანამედროვე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების შესრულებული ესკიზები თუ დასრულებული კოსტიუმები თეატრისა და მხატვრობის მოყვარულების ყურადღებას განსაკუთრებით იზიდავენ.

კოლექცია რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვლელოვანი ნაწილს წარმოადგენს, პირველად არის უცხოეთში გამოფენილი. ქართული მხატვრობისთვის დამახასიათებელი ფერადოვნება სცენოგრაფიულ ხელოვნებაში, სპეციალისტების შეფასებით, არა მხოლოდ დასავლურ, არამედ თავად პარიზულ კულტურულ ტრადიციებთანაც არის კავშირში.

ქართული სეზონი პარიზში 8 ივნისამდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG