ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელ კანდიდატთა გეგმები


შაფიქი ეგვიპტის მოსახლეობას დემოკრატიულ და სტაბილურ მართველობას შეპირდა.

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაწინაურებულმა ორივე კანდიდატმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა აჰმედ შაფიქმა მუბარაქის რეჟიმი დაგმო და არაბული რევოლუციის წარმატებაზე ისაუბრა. მან ასევე წაახალისა ახალგაზრდა ეგვიპტელები, რომლებმაც წინა მთავრობის დამხობაში დიდი წვლილი შეიტანეს და მათ ამ ღვაწლის დაფასებას შეპირდა მთავრობის ფორმირების დროს.

მუსლიმთა საძმოს კანდიდატმა მოჰამედ მურსიმ თავის გამოსვლაში შაფიქი წინა რეჟიმის სიმბოლოდ მონათლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მურსიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფოში დემოკრატიულ ფასეულობებს და ეგვიპტის მოსახლეობას სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას შეპირდა.

XS
SM
MD
LG