გვინეა ბისაუს ჯარისკაცებს ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი საპრეზიდენტო არჩევენებამდე დატყვევებული ჰყავთ.
სამხედრო ძალების პრესცენტრის ინფორმაციით, პრემიერ მინისტრი კარლოს ჯუნიორი და დროებითი პრეზიდენტი რაიმუნდო პერეირა ხუთშაბათს საკუთარი სახლებიდან აიყვანეს.
გენერალ-ლეიტენანტის დაჰა ბანას განცხადებით, ორივე დაკავებული თავს კარგად გრძნობს.
გაეროს უშიშროების საბჭომ გვინეა ბისაუში სამხედრო გადატრიალება დაგმო და მოუწოდა ამბოხებულებს ხელისუფლება სასწრაფოდ სამოქალაქი ხელისუფლებას გადააბაროს.