ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


სირიაში კვლავ მსხვერპლია
სირიაში კვლავ მსხვერპლია

საპროტესტო მანიფესტაციებს ჰქონდა ადგილი ქალაქებში- დარაა, დეირ ელ ზური და ქამიშლი.

დღეს, დამასკოში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციის მიმდინარეობისას სირიის უშიშროების ძალებმა დემონსტრანტებს გაუხსნეს ცეცხლი.

თვითმხილველები და აქტივისტები აცხადებენ, რომ სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა როცა სამთავრობო ძალებმა იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრაციის დასაშლელად.

დამასკოში ნაშუადღევს ათასობით ადამიანი ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოვიდა პარასკევის ლოცვების შემდეგ.

საპროტესტო მანიფესტაციებს ჰქონდა ადგილი ქალაქებში- დარაა, დეირ ელ ზური და ქამიშლი.

ამ ფონზე, დადგინდება დამატებითი დეტალები ქალაქ ჰამაში არსებული სიტუაციის ირგვლივ. შეგახსენებთ, რომ კვირის შემდეგ ქალაქი სამხედროების ალყაშია.

ჰამაში, აქტივისტმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ სამთავრობო ძალები განურჩევლად აკავებენ და ხოცავენ ხალხს და აქტივისტებს სახლებში უვარდებიან.

ამ პიროვნებამ ასევე ჩვენს მაუწყებელს უთხრა, რომ დარბევის მიუხედავად დღეს საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდებოდა.

XS
SM
MD
LG