ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადელი ჯარისკაცები ავღანეთში აღარ იბრძოლებენ


კანადელი ჯარისკაცები ავღანეთში აღარ იბრძოლებენ
კანადელი ჯარისკაცები ავღანეთში აღარ იბრძოლებენ

კანადელი ჯარისკაცები 2014 წლის ბოლომდე დარჩებიან ავღანეთში.

კანადამ გადაწყვიტა აღარ მიიღოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. კანადელი ჯარისკაცები უკვე მეცხრე წელია შეერთებული შტატების და ნატოს ხელმძღვანელობით იბრძვიან ავღანეთში.

მიუხედავად ამისა, კანადელი ჯარისკაცები 2014 წლის ბოლომდე დარჩებიან ავღანეთში, როგორც სამხედრო ინსტრუქტორები.

კანადის პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება სამი წლის წინათ მიიღო. კანადას ავღანეთში 3000 კაციანი სამხედრო კონტიგენტი ჰყავს, რომელიც ყანდაარის პროვინციაშია განლაგებული.

2002 წლის შემდეგ კანადელმა სამხედროებმა ავღანეთის ომში 157 კაცი დაკარგეს. 2014 წლის მიწურულისთვის ყველა უცხოური სამხედრო შენაერთი დატოვებს ავღანეთს და ქვეყნის მართვა თავად ავღანეთის მთავრობას დააწვება მხრებზე.

XS
SM
MD
LG