ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის მთავრობა საომარ მოქმედებებს წყვეტს


ლიბიის მთავრობა საომარ მოქმედებებს წყვეტს
ლიბიის მთავრობა საომარ მოქმედებებს წყვეტს

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება.

ლიბიის მთავრობამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, მას შემდეგ რაც გაეროს უშიშროების საბჭომ 24 საათში ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით ნებისმიერი აქციის ჩატარებას მისცა დასტური.

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მუსა კუსას განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დაიწყოს მოლაპარაკება, რომელიც ლიბიის ერთიანობის შენარჩუნებას უჭერს მხარს.

ლიბიის მთავრობა უცხოეთის ქვეყნებს მოუწოდებს, კადაფის სამხედრო ძალების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების დაწყებამდე ადგილზე შეაფასონ სიტუაცია.

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, საერთაშორისო სამხედრო ძალების გამოყენებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ლიბიის ცაში არასაფრენი ზონის გამოცხადება, მხოლოდ ლიბიელ ხალხს დააზარალებს.

XS
SM
MD
LG