დღეს ირანში მთავრობის მხრადამჭერთა მიტინგი გაიმართა, რომელზეც ხალხმა ოპოზიციის ლიდერების მირ ჰუსეინ მუსავის და მეჰდი ქარუბის სიკვდილით დასჯა მოითხოვა.
თეირანის უნივერსიტეტში გამართული საჯარო ლოცვის დროს, აიათოლა აჰმად ჯანათიმ განაცხადა, რომ ისინი ფაქტიურად პოლიტიკური გვამები არიან, რადგან მთელი ავტორიტეტი დაკარგეს ხალხის თვალში.
ირანის ოპოზიცია კვირას საპროტესტო აქციის დაწყებას გეგმავს, თუმცა ხელისუფლებამ ყველა გააფრთხილა, რომ არეულობის წამქეზებლები სასტიკად დაისჯებიან.