სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიატორის, აფრიკის კავშირის წარმომადგენლის განცხადებით, თუ არ მოხერხდა პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარება, მაშინ არ არის გამორიცხული სანქციების შემოღება და ძალის გამოყენება სამართლიანობის აღდგენის მიზნით.
კანიის პრემიერ-მინისტრის რაილა ოდინგას განცხადებით, სულ უფრო ცოტა დრო რჩება ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. კენიის ლიდერი ამჟამად განაში, ანგოლასა და ბურკინა ფასოში გაემგზავრა ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად, მანამდე ის სპილოს ძვლის ნაპირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ალასანე ქუატარას და ქვეყნის დღევანდელ ხელმძღვანელს ლორენ გბაგბოს შეხვდა, რომელიც უარს აცხადებს დათმოს ძალაუფლება.
კენიის პრემიერმა გბაგბო დაადანაშაულა მოლაპარაკების ჩაშლაში, როდესაც მან პირობის მიუხედავად არ მოუხსნა ალყა ოპოზიციის შტაბ-ბინას ქვეყნის დედაქალაქში.
აფრიკის დასავლეთში მდებარე რამდენიმე ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა სამხედრო ძალის გამოყენებით გადააყენონ თანამდებობიდან სპილოს ძვლის ნაპირის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა კენიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული.