სომალური წარმომავლობის ამერიკელი მოზარდი დღეს ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ბრალად ედება ორეგონის შტატის, ქალაქ პორტლენდში მანქანის აფეთქების მცდელობა.
პროკურორების განცხადებით, 19 წლის მოჰამედ ოსმანი, საშობაო ნაძვის ხის ზეიმის დროს, მანქანაზე ბომბის დამონტაჟებას ცდილობდა.
მოჰამედის დაჭერამდე ერთი დღით ადრე, იმ მეჩეთს, სადაც იგი მუსლიმანურ რიტუალებს ესწრებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.