ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს


პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს

ბიურო ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებს ,რათა ისინი მეტად ჩაერთონ საკანონმდებლო განხილვებში.

პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაზრდის მიზნით, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა სპეციალური ბიურო, რომელიც საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის ეგიდით იფუნქციონირებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ბიურო ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტად ჩაერთონ საკანონმდებლო განხილვებში.

საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ხშირად ხელისუფლებისადმი, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციურ განწყობასთან ასოცირდება :

” არასამთავრობო ორგანიზაციის დანიშნულებაა გარკვეულ შემთხვევაში გააკრიტიკოს ხელისუფლების რომელიმე მოქმედება, მაგრამ ასევე მიაწოდოს კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის უკეთესად მოგვარება. კრიტიკა არის აბსოლუტურად მისაღები და გასაზიარებელი.

რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს ისეთი შემთხევები, როდესაც კრიტიკა სცდება საზოგადოების ინტერესს და უფრო პოლიტიკურ ელფერს იძენს. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენი მოვალეობაა საშუალება მივცეთ არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო წრეს და შესაბამისად , საზოგადოების დიდ ნაწილს, უშუალოდ იყონ ჩართული საკანონმდებლო პროცესებში”..

20011 წლის გაზაფხულამდე ბიორო NDI-ის ეგიდით იფუნქციონირებს, 2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოს პარლამენტი და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ერთობლივად გადაწყვეტენ ბიუროს პარლამენტის სტრუქტურაში ინტეგრაციის საკითხს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, პარლამენტში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიურო არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ პარლამენტი საზოგადოებისთვის იყოს უფრო ღია და გამჭვირვალე.

XS
SM
MD
LG