ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში საარჩევნო კამპანია დასრულდა


ბრაზილიაში საარჩევნო კამპანია დასრულდა
ბრაზილიაში საარჩევნო კამპანია დასრულდა

130 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას სარეზიდენტო არჩევნებში.

ბრაზიილის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობით საპრეზიდენტო კანდიდატი ქალბატონი დილმა რუსეფი გამოირჩევა.

წინასაარჩევნო საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ ქალბატონი რუსეფი 20 პროცენტით უსწრებს მის მოწინააღმდეგეს საო პაოლოს გუბერნატორს ხოსე სერას.

დილმა რუსეფი ბრაზილიის პრეზიდენტის ლუის ინაციო ლულა დე სილვას შტაბის ყოფილი უფროსია. შაბათს რუსეფმა თავისი საარჩევნი კამპანია ქალაქ საო ბერნადო დო კამპოში დააგვირგვინა.

საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, რუსეფი კენჭისყრისას დააგროვებს 50 პროცენტზე მეტ ხმას. 130 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG