ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ჯარებში კვლავ მსხვერპლია


ორი ჯარისკაცი ავღანეთის აღმოსავლეთში ნაღმზე აფეთქდა. კიდევ ერთი მათგანი ქვეყნის სამხრეთში დაიღუპა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადების თანახმად, ავღანეთში ნატოს კიდევ სამი ჯარისკაცი დაიღუპა. ნატოს სამხედროების განცხადებით, ორი ჯარისკაცი ავღანეთის აღმოსავლეთში ნაღმზე აფეთქდა. კიდევ ერთი მათგანი ქვეყნის სამხრეთში დაიღუპა.

წელს ავღანეთში 530-ზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს ყველაზე უფრო დიდი მსხვერპლია 2001 წლის შემდეგ, როდესაც დასავლეთის სამხედრო კოალიცია ავღანეთში შევიდა.

დღესვე ნატოს სამხედროების მტკიცებით, ლაღმანის პროვინციაში 30-ზე მეტი პარტიზანი გაანადგურეს. პაკტიკას პროვინციაში კი საჰაერო თავდასხმის შედეგად, თალიბთა ერთ-ერთი სამხედრო მეთაური გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG