ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი თალიბებს იარაღით ამარაგებს


საერთაშორისო საზოგადოება ავღანეთის მთავრობას აქტიურად ეხმარება ქვეყანაში მშვიდობის დამყარებში.

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მთავარსარდალის გენერალ მაკკრისტალის განცხადებით, არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა,რომ ირანი თალიბებს იარაღით ამარაგებს და ამასთან მათ გაწვრთნაში მონაწილეობს.

ქაბულში პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ავღანეთი ირანის მეზობელი სახელმწიფოა და შესაბამისად მას გარკვეული ინტერესებიც აქვს ამ ქვეყანაში. მაგრამ თალიბთა მხარდაჭერა, აბსოლუტურად მიუღებელია.

ნატოს ალიანსის უმაღლესი სამოქალაქო წარმომადგენელი მარკ სედვილი, აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა მომავალი სამშვიდობო ასამბლეის -ე.წ. ჯირგას გამო. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ავღანეთის მთავრობას აქტიურად ეხმარება ქვეყანაში მშვიდობის დამყარებაში.

XS
SM
MD
LG