ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ახალ კანონს ხელი მოაწერა


კანონის მიზანია რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა წინააღდმდეგობრივ კანონს, რომელიც არასანქციონირებულ მომიტინგეებზე ჯარიმის გაზრდას ეხება.

პრეზიდენტის განცხადებით, მან ხელი მაოწერა კანონს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ ფედოტოვი ამ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინეტრფაქსი" აცხადებს, ფედოტოვის აზრით, ამ კანონმა შესაძლებელია არასასურველი შედეგები გამოიღოს.

რუსეთის მართველი პარტიის მიერ წამოყენებული კანონი გასულ კვირას რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

კრიტიკოსების აზრით, კანონი რუსეთის საზოგადოებაში დაძაბულობას შექმნის და საპროტესტო აქციების ჩატარებას გაართულებს.

კრემლის განცხადებით, კანონის მიზანია რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ.

XS
SM
MD
LG