ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ჯარისკაცებმა გატაცებულები გაათავისუფლეს


ნატოს სამხედროები მეამბოხეთა ადგილსამყოფელზე ვერტმფრენით დაეშვნენ.

ნატოს სამხედრო ძალებმა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბადასხანის პროვინციიდან გატაცებული ჰუმანიტარული დახმარების ოთხი მუშაკი გაათავისუფლეს.

ნატოს ინფორმაციით, ორი უცხოელი ექიმი და ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი გამთენიისას სამხედრო ოპერაციის შედეგად გათავისუფლდნენ.

კოალიციის პრესცენტრის ლეიტენანტ ლორენ რეგოს განცხადებით, ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრთა გათავისუფლების მისია ღამით დაიწყო. ნატოს სამხედროები მეამბოხეთა ადგილსამყოფელზე ვერტმფრენით დაეშვნენ.

სამშვიდობოები შვედეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრები იყვნენ და 22 მაისს ავღანელმა მეამბოხეებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს სურსათით ამარაგებდნენ.

XS
SM
MD
LG