ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში გატაცება მოხდა


პაკისტანში გატაცება მოხდა
პაკისტანში გატაცება მოხდა

თალიბებმა 40 ბიჭი დაატყვევეს, თუმცა შემდეგ 12 წლამდე ასაკის ბავშვები გაანთავისუფლეს.

პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს პასუხისმგებლობა დაახლოებით 25 ბიჭის გატაცებაზე, რომლებიც პაკისტანიდან ავღანეთში გადავიდნენ.

თეჰრიკი თალიბანის განცხადებით, ამ ყმაწვილების გატაცების მიზეზი ის იყო, რომ ისინი პაკისტანის ხელისუფლების მომხრე ტომის წევრები არიან, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძვიან.

როგორც ჩანს, 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გზა აერიათ და პაკისტანის ბაჯაურის რეგიონიდან ავღანეთის კუნარის პროვინციაში გადავიდნენ.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, თალიბებმა 40 ბიჭი დაატყვევეს, თუმცა შემდეგ 12 წლამდე ასაკის ბავშვები გაანთავისუფლეს.

ამჟამად ამ ტომის უხუცესები დანარჩენი ბიჭების გამოშვებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას.

XS
SM
MD
LG