ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემონსტრაციებს კვლავ ახშობენ


სირიაში დემონსტრაციებს კვლავ ახშობენ

პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა გამოსვლისას დაღუპულებს შეარაღებული ბანდების წევრები და ტერორისტები უწოდა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის სამთავრობო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დამასკოს გარდა, სირიის კიდევ რამდენიმე ქალაქში მოხდა.

ქალაქ იდლიბში საპროტესტო აქციის დარბევის დროს ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი მოკლეს.


ამ ფონზე სირიის მთავრობა დედაქალაქში მიმდინარე სახალხო გამოსვლებზე არანაირ ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.


არაბული ქვეყნების ლიგის განცხადებით, დღეს ქაიროში შეხვედრის დროს ლიდერები სავარაუდოდ სირიის პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ.


გაეროს განცხადებით, სირიაში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურმა დაპირისპირებამ 2000 მშვიდობიანი დემონსტრანტის სიცოცხლე ისმსხვერპლა.

თუმცა პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა გამოსვლისას დაღუპულებს შეიარაღებული ბანდების წევრები და ტერორისტები უწოდა.

XS
SM
MD
LG