ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი იმედს არ კარგავს


გაეროს გენერალური მდივანი იმედს არ კარგავს
გაეროს გენერალური მდივანი იმედს არ კარგავს

ჰეზბოლას ამჟამად ლიბანის მთავრობაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი იმედოვნებს, რომ ლიბანი ითანამშრომლებს ჰააგის ტრიბუნალთან 2005 წელს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმის გამოძიებაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო გამოძიების შედეგები ლიბანის გენერალურ პროკურორს საიდ მირზას გადაუგზავნა.

ევროპული მედიის ინფორმაციით, ოთხიდან ორი ეჭვმიტანილი ირანის მოკავშირე შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლას წევრია.

ჰეზბოლას ამჟამად ლიბანის მთავრობაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ ერეკატი მისი მოკავშირეა.

ჰაზბოლა უარყოფს ამ მკვლელობასთან რაიმე კავშირს და აცხადებს, რომ ხელებს დააჭრის ყველას, ვინც ამ ორგანიზაციის წევრის დაპატიმრებას დააპირებს.

XS
SM
MD
LG