ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში აფეთქებას ბავშვები შეეწირნენ


სირიაში აფეთქებას ბავშვები შეეწირნენ

სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიტიკური აქტივისტების დაკრძალვის პროცესიაში მონაწილე ხალხს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი.

ინციდენტი შაბათს დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს ქალაქ ალ-კასვაში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, უშიშროების სამსახურმა ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა ხალხს, რაც დაკრძალვა საპროტესტო დემონსტრაციში გადაიზარდა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "სირიული ობსერვატორია" აცხადებს, რომ პროცესია იმ ადამიანებს კრძალავდა, რომლებიც პარასკევს საპროტესტო დემონსტრაციაზე მოკლეს. მათივე განცხადებით, პარასკევს დაღუპულ 20 ადამიანს შორის 2 ბავშვი იყო.

XS
SM
MD
LG