ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კვლავ აფეთქებებია


ავღანეთში კვლავ აფეთქებებია
ავღანეთში კვლავ აფეთქებებია

აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კამიკაძის მიერ სამხედრო ჰოსპიტალის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა.

აფეთქება მუჰამედ დაუდ ხანის სახელობის საავადმყოფოს შესასვლელთან მდებარე კაფეტერიაში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს, რომელთა განცხადებით ტერაქტში ორი კამიკაძე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჰოსპიტალი ქაბულის იმ რაიონშია, რომელიც უმაღლეს დონეზეა დაცული და სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მნიშვნელოვანი სამთავრობო დაწესებულებებია განლაგებული.

XS
SM
MD
LG