ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ მისრატაში შეტაკებები გრძელდება


ქალაქ მისრატაში შეტაკებები გრძელდება
ქალაქ მისრატაში შეტაკებები გრძელდება

ლიბიაში კასეტური ბომბების გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

ლიბიის ქალაქ მისრატაში შეტაკებები გრძელდება. თვითმხილველები ამბობენ, რომ მთავრობა კასეტურ ბომბბეს იყენებს. მეამბოხეთა წარმომადგენელი და "ჰიუმან რაით ვოჩი" აცხადებს, რომ დღეს მთავრობამ სულ მცირე 100 გრადის ტიპის რაკეტა დაუშინა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კასეტური ბომბების გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

ლიბიის მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებებს. მთავრობის წარმომადგენელი მუსა იბრაჰიმი "ჰიუმან რაით ვოჩისგან" ბრალდებების მტკიცებას ითხოვს.

ბრალდებებს წინ უძღოდა ნატოს კოალიციური ძალების მიერ გაკეთებული განცხადება. განცხადების თანახმად, ლიბიაში ნატოს ძალები გააგრძელებენ სამხედრო კამპანიას, მანამ კადაფი არ დატოვებს პოსტს.

XS
SM
MD
LG