ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართვა


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელებს ლიბიაში შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევის თემაზე მიმართა:

„მრავალი თაობისთვის, ამერიკა უნიკალურ როლს თამაშობდა, როგორც გლობალური უსაფრთხოების წამყვანი ქვეყანა და კაცობრიობის თავისუფლების დამცველი. ჩვენ მსოფლიოში მრავალი პრობლემის გადასაჭრელად არ გვინდა ძალის გამოყენება, მაგრამ როცა ჩვენი ინტერესები და ფასეულობები რისკის ქვეშ დგას ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ. ეს არის ის რაც ლიბიაში მოხდა“- განაცხადა ბარაკ ობამამ.

ოთხ ათწლეულზე მეტია, რაც ლიბიელ ხალხს ტირანი მუამარ კადაფი მართავს. მან საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება, გამოიყენა მათი სიმდიდრე, გაანადგურა ოპონენტები, როგორც ქვეყანაში, ასევე უცხოეთში და დაატერორა უდანაშაულო ხალხი მსოფლიოში - ამერიკელების ჩათვლით, რომლებიც ლიბიელმა აგენტებმა მოკლეს.

მარტში ნათელი გახდა რომ კადაფის ხელისუფლების სადავეები ხელიდან ეცლებოდა. ლიბიელები სხვადასხვა ქალაქებში გამოვიდნენ და ელემენტარული უფლებები მოითხოვეს. კადაფიმ საკუთარ ხალხზე შეტევა დაიწყო. მას შემდეგ რაც მსოფლიოს ქვეყნებმა მისი საქციელი დაგმეს, კადაფიმ ეს შეტევები კიდევ უფრო გააძლიერა. და ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაიწყო.

„ამის დაშვება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა “- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

„ამ სასტიკი რეპრესიის და მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცალებლად, მე ხმელთაშუაზღვაში ჩვენს საბრძოლო გემებს მივეცი მოქმედების ბრძანება. ევროპელმა მოკავშირეებმა განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, რათა შეგვეჩერებინა ეს სისხლისღვრა. ლიბიის ოპოზიციამ და არაბული ქვეყნების ლიგამ მსოფლიოს მიმართეს და ლიბიაში მოქალაქეების დაცვა თხოვეს. ამგვარად ჩემი მითითებით ამერიკამ მოკავშირეებთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოში გაიტანა ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ლიბიაში არასაფრენი ზონის შექმნას ისახავდა მიზნად, რათა ლიბიის რეჟიმს ჰაერიდან დარტყმები შეეჩერებინა და განხორციელებულიყო შესაბამისი ღონისძიებები ლიბიელი ხალხის დასაცავად “ - განაცხადა პრეიზდენტმა ბარაკ ობამამ.

მართალია, ლიბიაში იარაღში ემბარგოს და არასაფრენი ზონის განხორციელებაზე ნატომ ითავა სარდლობა, ამასთანავე შეერთებული შტატები აგრძელებს თავის მიზნის განხორციელებას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ლიბია ეკუთვნის არა დიქტატორს, არამედ ლიბიელ ხალხს. ხელისუფლების ლეგიტიმური მთავრობისთვის გადაცემა რომელიც ლიბიელი ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, რთული ამოცანაა. და იმ დროს როდესაც შეერთებული შტატების თავის წილ სამუშაოს ასრულებს, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის და უმთავრესად კი ლიბიელი ხალხის ამოცანა.

„ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ისტორიული ცვლილებებია და ამაში დიდ როლს ახალგაზრდობა ასრულებს. იქ სადაც ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის, მათ შეუძლიათ მეგობრად იგულონ შეერთებული შტატები “ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

XS
SM
MD
LG