ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურს პერსონალი ტოვებს


ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურს პერსონალი ტოვებს

რეაქტორებზე წყლის რეზერვუარში რადიაციის დონემ დასაშვებ ნორმას 10 მილიონჯერ გადააჭარბა.

იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის დაზიანებულ რეაქტორებზე რადიაციის მაღალი დონე დაფიქსირდა, რის გამოც მომუშავე პერსონალმა სადგურის ტერიტორია დატოვა.

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეაქტორებზე წყლის რეზერვუარში რადიაციის დონემ დასაშვებ ნორმას 10 მილიონჯერ გადააჭარბა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომატებული რადიაციის დონე დაფიქსირდა ასევე წყნარ ოკეანეში, ატომური ელექტროსადგურიდან სამასი მეტრის დაშორებით. იაპონიის ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჰიდეჰიკო ნიშიამამ განაცხადა:

„წყალში არსებული რადიაციის დონე დასაშვებ ნორმას 1850-ჯერ აჭარბებს, წინა დღეს კი ამ ზღვარმა 1250 შეადგინა.“

XS
SM
MD
LG