ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე კვლავ კრიზისია


ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე კვლავ კრიზისია
ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე კვლავ კრიზისია

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის განცხადებით, ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე კრიზისი დიდ მწუხარებას იწვევს.

მისი თქმით, იაპონელი მეხანძრეები, პოლიციელები და სამხედროები საკუთარ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში, რათა როგორმე მოხერხდეს დაზიანებული ბირთვული რეაქტორების გაგრილება.

რადიაციის მაღალი დონის გამო, მეხანძრეები დიდი ხნით ვერ რჩებიან კომპლექსის ტერიტორიაზე ,რაც ხელს უშლის დაზიანებულ რეაქტორზე აუცილებელი სამუშაოების შესრულებას.

იაპონიის პრემიერ მინისტრი ირწმუნება, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უახლოეს მომავალში სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს.

XS
SM
MD
LG