ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში მუბარაქის წასვლიდან ერთ კვირას ზეიმობენ


ქაიროში მუბარაქის წასვლიდან ერთ კვირას ზეიმობენ
ქაიროში მუბარაქის წასვლიდან ერთ კვირას ზეიმობენ

ხალხი თავისუფლად ზეიმობს დიქტატურის დამხობას.

ეგვიპტის დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტები ქაიროს ცენტრში თაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლებიდან წასვლის ერთი კვირის აღსანიშნავად.

ეგვიპტელი მუსლიმების ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა იუსუფ ალ-ქარდავიმ ეგვიპტის არმიას ხალხის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მთავრობა უნდა განთავისუფლდეს მუბარაქის დროინდელი მინისტრებისგან და ხელისუფლებაში ახალი ხალხი უნდა მოვიდეს.

ამავე დროს მან ეგვიპტელებს ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებამდე მოთმინებისკენ მოუწოდა.

თავისუფლების მოედანს ამჟამად ეგვიპტის უშიშროების ძალები აკონტროლებენ, თუმცა ხალხი თავისუფლად ზეიმობს დიქტატურის დამხობას.

XS
SM
MD
LG