ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადმირალი მაიკლ მალენი ისრაელსა და იორდანიაში ჩავა


ადმირალი მაიკლ მალენი ისრაელსა და იორდანიაში ჩავა
ადმირალი მაიკლ მალენი ისრაელსა და იორდანიაში ჩავა

ისრაელში ადმირალი მოლაპარაკებას გამართავს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრეზიდენტ შიმონ პერესთან.

აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ადმირალი მაიკლ მალენი იორდანიაში და ისრაელში მიემგზავრება. ვაშინგტონს სურს, რომ მისმა მოკავშირეებმა ეგვიპტეში მომხდარ ცვლილებას დაუჭირონ მხარი.

თავდაპირველად ადმირალი მალენი იორდანიის დედაქალაქ ამანში ჩავა და მეფე აბდულას შეხვდება. ისრაელში კი ის მოლაპარაკებას გამართავს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრეზიდენტ შიმონ პერესთან.

როგორც ცნობილია, ეგვიპტე ისრაელის მყარი მოკავშირე არაბული ქვეყანა იყო. იქ მომხდარ ცვილებებთან დაკავშირებით, ისრაელის ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ამით შესაძლოა ეგვიპტე-ისრაელის ურთიერთობები დაზარალებულიყო.

XS
SM
MD
LG