ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი იმედს არ კარგავს


ირანის პრეზიდენტი იმედს არ კარგავს
ირანის პრეზიდენტი იმედს არ კარგავს

გასულ კვირას თურქეთში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

აჰმადინეჟადი გამოთქვამს იმედს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდს არ გამორიცხავს.

ხსენებული განცხადება აჰმადინეჟადმა დღეს გააკეთა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თურქეთში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორმა კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ იგი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრ სახელმწიფოსა და გერმანიას შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ეშტონმა აღნიშნა, რომ თურქეთში გამართული მოლაპარაკებები შეფერხდა იმის გამო, რომ ირანი გაეროსგან სანქციების გაუქმებას ითხოვდა.

ირანის მთავარმა წარმომადგენელმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე საიდ ჯალილიმ აღნიშნა, რომ თეირანს ბირთვული ტექნოლოგიისა განვითარების უფლება აქვს, რაც ურანის გამდიდრებასაც შეიცავს.

დასავლეთის სახელმწიფოები ირანს ადანაშაულებენ იმაში, რომ თეირანი ბირთვულ ტექნოლოგიას ატომური შეიარაღების შეძენის მიზნით ანვითარებს, რასაც ირანი გამუდმებით უარყოფს.

XS
SM
MD
LG