ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს მუსლიმი მომლოცველები დღესასწაულს აღნიშნავენ


მსოფლიოს მუსლიმი მომლოცველები დღესასწაულს აღნიშნავენ
მსოფლიოს მუსლიმი მომლოცველები დღესასწაულს აღნიშნავენ

ისლამური რელიგიის თანახმად, ყველა მუსლიმმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა უნდა მოილოცოს მექა.

დღეს საუდის არაბეთში მსოფლიოს მუსლიმი მომლოცველები ყოველწლიურ დღესასწაულს ჰაჯის ესწრებიან. წმინდა ქალაქ მექაში ორმა მილიონმა მომლოცველმა მოიყარა თავი.

არაფატის მთა, სადაც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ბოლოჯერ იქადაგა, თეთრ სამოსელში გამოწყობილი მომლოცველებით არის გადაჭედილი.

არაფატის მთაზე ლოცვის შემდეგ, ქალაქ მინაში, მორწმუნე მუსლიმები ეშმაკისთვის ქვების დაშენის რიტუალს შეასრულებენ.

მუსლიმთა პილიგრიმის დასრულებისთანავე იწყება მუსლიმთა დღესასწაული სახელწოდებით ეიდ ალ-ადა ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. ისლამური რელიგიის თანახმად, ყველა მუსლიმმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოილოცოს მექა.

XS
SM
MD
LG