ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში დაძაბულობა მატულობს


ვაშინგტონში დაძაბულობა მატულობს
ვაშინგტონში დაძაბულობა მატულობს

ვალუტისა და ვაჭრობის საკითხების მოგვარების მცდელობები წინ ნელი ტემპით მიიწევს.

ვალუტის ირგვლივ ვაშინგტონში პარასკევს დაწყებული განხილვები და დაძაბულობა გრძელდება, რადგან ეკონომიკის სფეროს მაღალჩინოსნები მთელი მსოფლიოდან იმ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკურ გაჯანსაღებას ხელი შეუშალოს.

ამერიკის ხაზინის მდივანი ტიმოტი გეიტნერი აცხადებს, რომ ვალუტისა და ვაჭრობის საკითხების მოგვარების მცდელობები წინ ნელი ტემპით მიიწევს.

მან ეკონომიკურ და დიპლომატიურ ენაზე მიანიშნა, რომ ჩინეთმა მეტი ეკონომიკური ზრდა საშინაო მოთხოვნიდან და არა საგარეო ექსპორტიან უნდა ნახოს.

ჩინეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც საკუთარი ვალუტის შესასუსტებლად გარკვეული ნაბიჯები მიიღო, ამ ფაქტმა მისი სავაჭრო პარტნიორები შეაშფოთა. ჩინეთი უარყოფს, რომ ვინმეს უსამართლოდ მოექცა და დასძენს რომ ვალუტის სწრაფმა გამყარებამ შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკა დააზარალოს.

შეხვედრის მონაწილე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა, დომენიკ შტრაუს-კანმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მეტი მუშაობისკენ მოუწოდა:

“ჩვენ აქ უმნიშვნელოვანეს მომენტში შევიკრიბეთ, დღეს ძალიან არამყარი მომავლის წინაშე ვდგავართ. კი, უკეთესი მომავალი აქ უდნა გადაწყდეს, მაგრამ როდესაც ციფრებს გლობალურ დონეზე ვაკვირდებით, ვხვდებით რომ მომჯობინება უკან გვრჩება. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს პროცესი სუსტი და არათანაბარია და სუსტია.” აცხადებს შტრაუს კანი.

იაფი ვალუტა ქვეყნებს ეროვნული პროდუქტზე საერთაშორისო ბაზრისთვის მისაღები ფასის დადების საშუალებას აძლევს. მაგრამ ასევე ართულებს ქვეყნებისთვის, სხვაგან დამზადებული პროდუქციის იმპორტირებას. თუკი ქვეყნები ვალუტის ღირებულებას დააგდებენ, ამან შესაძლოა საერთაშორისო ბაზარი გაყინოს და ეკონომიკური ზრდა შეაყოვნოს.

XS
SM
MD
LG