ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაიჭრა 50.

ხუთშაბათს გამთენიისას ბირმის ქალაქ რანგუნის ერთერთ საწყობში აფეთქება მოხდა. შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაიჭრა 50.

თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქებით გამოწვეულმა ხანძარმა ახლოს მდებარე შენობებიც დააზიანა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

შემთხვევის ადგილზე მისული მეხანძრეები დაზარალებულთა ძებნას განაგრძობენ.

XS
SM
MD
LG