ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონი გადაწყვეტილებას ნანობს


დევიდ კამერონი გადაწყვეტილებას ნანობს
დევიდ კამერონი გადაწყვეტილებას ნანობს

ბატონი კამერონი მერდოკს უკანასკნელი 15 თვის მანძილზე 26-ჯერ შეხვდა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა -დევიდ კამერონმა- განაცხადა, რომ დღევანდელი გადასახედიდან ის საკუთარ სპიკერად არ აიყვანდა იმ გაზეთის რედაქტორს, რომელიც ახლა სატელეფონო მოსმენების სკანდალის ეპიცენტრშია.

სპეციალურ საპარლამენტო მოსმენებზე, ქვეყნის უმაღლესმა პირმა აღნიშნა, რომ ის ძლიერ ნანობს ამ გადაწყვეტილებას. პრემიერის სპიკერი, ენდი კაულსონი, 2011 წლის იანვარში მას შემდეგ გადადგა, რაც მას გაზეთ „News of the World”-ში მუშაობის პერიოდში კორუფციაში ბრალდება წაუყენეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აფრიკული ვიზიტი დროზე ადრე შეწყვიტა, რათა პარლამენტის მოსმენებს დასწრებოდა. ბატონმა კამერონმა განაცხადა, რომ ის პირადად გრძნობს პასუხისმგებლობას შექმნილ სიტუაციაში. პრემიერს მედია-მაგნატ რუპერტ მერდოკთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ბატონი კამერონი მერდოკს უკანასკნელი 15 თვის მანძილზე 26-ჯერ შეხვდა.

XS
SM
MD
LG