ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთს არაბული სამყაროს ბედი კვლავ აღელვებს


საფრანგეთს არაბული სამყაროს ბედი კვლავ აღელვებს
საფრანგეთს არაბული სამყაროს ბედი კვლავ აღელვებს

საფრანგეთი, ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ საჰარეო ძალები გამოიყენა

ბასტილიის დღესთან დაკავშირებით, ფრანგულმა მოიერიშე თვითმფრინავმა, პარიზის ცას რამდენჯერმე შემოუარა.

საფრანგეთი, ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ საჰარეო ძალები გამოიყენა. მან ასევე პირველმა სცნო ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო, რომელსაც მეამბოხეთა მსუბუქ შეიარაღებაზე დახმარებაც აღუთქვა.

სამშაბათს, საფრანგეთის პარლამენტმა კენჭი უყარა ფონდების გაზრდის საკითხს, ლიბიაში, ფრანგული მხარის მონაწილეობისათვის.

საფრანგეთის საგარეო მინისტრის ალან ჟუპეს თქმით, მთავრობა მუდმივ კვაშირშია ლიბიის ხელმძღვანელობასთან კადაფის პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.

რადიო-ინტერვიუში ბატონი ჟუპე აცხადებს, რომ კადაფის თანამდებობიდან წასვლა გარდაუვალია. ამ პროცესში, აფრიკის კავშირს დადებითი როლის თამაში შეუძლია.

საფრანგეთს ასევე მკაცრი პოზიცია აქვს სირიის საკითხშიც. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო მოქმედებაში მოეყვანა გაეროს მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც გმობს სირიის ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების დარბევის ფაქტებს.

ამ კვირაში, საფრანგეთის პრემიერ - მინისტრის ფრენსის ფილონის მხრიდანაც მკაცრი განცხადებები გაკეთდა, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ აასადის მისამართით:

რადიო ევროპა პირველის ინტრევიუში, პრემიერ- მინისტრი ფილონი ამბობს რომ ასადმა ყოველგავრი ლიმიტი ამოწურა. მან ასევე გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს „აუტანელი“ მდუმარება როცა ჩინეთმა და რუსეთმა სირიასთან დაკავშირებული რეზოლუცია დაბლოკეს.

ქლეარ სპენსერი - ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში და ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აფრიკის პროგრამების ხელმძღვანელი ლონდონის „ჩათამ ჰაუსიდან, ‘’ მიანიშნებს საფრანგეთის პრეზიდენტის - ნიკოლა სარკოზის პოზიციის პრო-ამერიკულ ზეგავლენას.

„ვფიქრობ, გადაწყვეტილება, როემლიც ერაყის საკითხთან მიმართებაში იქნა მიღებული წინდაუხედავობით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში, საფრანგეთმა განზე დგომა არჩია, შეერთებულ შტატებში, კვლავ გაკიცხვის ობიექტად დარჩა,“ - განაცხადა ქალბატონმა სპენსერმა.

სპენსერი ასევე საფრანგეთის პოზიციის ცვალებადობას აღნიშნავს ტუნისთან მიმართებაში - ქვეყანაში ახალგაზრდა დემოკრატიის დამამკვიდრებელმა. თუმცა, პარიზმა კრიტიკაც დაიმსახურა მისი მჭიდრო ურთიერთობის გამო ყოფილი პრეზიდენტთან - ელ აბიდინ ბენ ალის ავტორიტარულ რეჟიმთან.

ყოველივე აქედან გამომდინარე, კვლავ გაურკვეველი რჩება, თუ როგორ წარმატებას მიაღწევს პარიზი არაბულ სამყაროს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ექსპერტების თვალსაზრისით, არ არსებობს მარტივი სტრატეგია ლიბიის ანდა სირიის კრიზისდან გამოსვლის თაობაზე. და მიუხედავად ამისა, დღემდე, საფრანგეთი, ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება არაბულ სამყაროში, დემოკრატიული ცვლილებების მოქნილ გამტარებლად.

XS
SM
MD
LG