ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაციის ახალი მცდელობა


ობამას ადმინისტრაციის ახალი მცდელობა

ისლამისტური მოძრაობა ახლახანს იმ 17 ეგვიპტურ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდა, რომელთაც სექტემბრის არჩევნებისთვის პრო-დემოკრატიული პლატფორმის შექმნა გადაწყვიტეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია ეგვიპტის მუსლიმთა საძმოსთან კონტაქტს განაახლებს.

ისლამისტური მოძრაობა ახლახანს იმ 17 ეგვიპტურ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდა, რომელთაც სექტემბრის არჩევნებისთვის პრო-დემოკრატიული პლატფორმის შექმნა გადაწყვიტეს. კოალიცია დემოკრატიული ფასეულობების და თავისუფლებების ერთგულების პირობას იძლევა.

მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობაა. ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის, მართველობის პერიოდში მისი პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდული იყო. მუსლიმთა საძმოს სპიკერი სააგენტო „როიტერთან“ საუბარში შეერთებული შტატების ამ ნაბიჯს მიესალმა.

XS
SM
MD
LG