ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეითსმა თანამდებობა დატოვა


რობერტ გეითსმა თანამდებობა დატოვა
რობერტ გეითსმა თანამდებობა დატოვა

გეითსი ავღანეთში 12-ჯერ იყო, ერაყში კი ოცზე მეტი ვიზიტით იმყოფებოდა.

2006 წელს თავდაცვის ახალმა მდივანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთგულება შეჰფიცა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. რობერტ გეიტსის მოსვლა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის და ერაყში მიმდინარე ომის კრიტიკულ პერიოდში მოხდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ გეითსს უნიკალური უნარი აქვს პოლიტიკა გვერდზე გადადოს და თანამდებობაზე დარჩეს მანამ, სანამ ის იქ სჭირდებათ. ექს-პრეზიდენტმა ბუშმა გეითსის წარდგენისას ეს თვისება განსაკუთრებით გამოყო:

ის სწორი და და ჯანსაღი აზროვნების მქონე პატიოსანი ადამიანია. მან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესი“.

ჯეიმს კარაფანო, ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსი, ამბობს, რომ გეიტსი წარმატებული მდივანი იყო იმიტომ, რომ ის ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც მისგან ორივე პრეზიდენტი მოითხოვდა. ბევრს გაუკვირდა ობამას არჩევის შემდეგ გეიტსის

პოსტზე დატოვება. იმის მიუხედავად, რომ ორ პრეზიდენტს მართვის სხვადასხვა სტილი და რიტორიკა აქვს, კარაფანო მიიჩნევს, რომ საგარეო საკითხებში მათ მაინც ბევრი აქვთ საერთო.

გეითსის მდივნად დანიშნვის პერიოდში ერაყში გაჭიანურებული ომის საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა. მან მოახერხა არმიის გაძღოლა ისე, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობამ ერაყის ხელისუფლებისკენ გადაინაცვლა. იგივე მოხდა ავღანეთშიც. რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად გეიტსისთვის ამერიკის არმიის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მთავარ პრიორიტეტად დარჩა. რისთვისაც ამერიკელი რიგითი ჯარისკაცები მას დიდ პატივს სცემენ.

გეითსი ავღანეთში 12-ჯერ იყო, ერაყში კი ოცზე მეტი ვიზიტით იმყოფებოდა.

პრეზიდენტის შემდეგ მე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება თქვენი აქ ყოფნის გამო. მე მოვაწერე ხელი განკარგულებას თქვენი აქ ჩამოსვლის შესახებ და პასუხისმგებლობის ეს სიმძიმე ყოველდღიურად მახსენებს თავს“ - აღნიშნა გეითსმა ავღანეთში უკანასკნელი ვიზიტის დროს.

ერთ-ერთ გამოსვლაში გეიტსი საკმაოდ ემოციური იყო. მან დაღუპულ მეზღვაურზე, დუგ ზემბეკზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველ თითქმის ყოველ საღამოს წერს წერილს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მისთვის ეს არასდროს არ არის მხოლოდ სახელი, პრესრელიზი, ან რიცხვი, რომელის ვებ-გვერდზე უნდა დაიდოს. ისინი ჩემი და ჩემი ქვეყნის ვაჟიშვილები და ქალიშვილები არიან, ამბობს გეიტსი.

გეითსი პირდაპირი და შეუფარავი რიტორიკით ბევრი სხვა პოლიტიკოსისგან გამოირჩევა. მის მიერ კაპიტოლიუმში სპეციალურ მოსმენებზე გაკეთებული მოხსენების შემდეგ სენატორმა მიკულსკიმ თქვა, რომ „გეითსმა უფრო მეტი ბობმი ჩამოყარა სენატში, ვიდრე მისი მმართველობის პერიოდში მთელმა ამერიკის ავიაციამ“.

რობერტ გეითსის მიერ პოსტის დატოვება ერაყში და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიების მზარდ არაპოპულარობას ემთხვევა. წასვლის წინ ერთ-ერთ მოხსენებაში გეიტსმა ხაზი გაუსვა იმ როლის გადამწყვეტ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკა მომავალში მსოფლიოს განვითარებაში ითამაშებს.

„ნუთუ ამერიკის მესიჯი დანარჩენი სამყაროსადმი, განსაკუთრებით კი - ჩინეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეისადმი- დღეს მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ ქუდს ვიხურავთ და შინ ვბრუნდებით? რომ მაღაზია დაიკეტა და ჩვენ ახლა სახლში ციხესიმაგრის მშენებლობას ვიწყებთ?“

ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამერიკელ პოლიტიკოსებს და გეიტსის შემცვლელ თავდაცვის მდივანს სულ მალე, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოუწევთ.

XS
SM
MD
LG