ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როკ ჯგუფ „ბითლზის“ ბიზნეს მოდელი


როკ ჯგუფ „ბითლზის“ ბიზნეს მოდელი
როკ ჯგუფ „ბითლზის“ ბიზნეს მოდელი

წიგნი „ბითლზის ბიზნეს სიბრძნე“ ავტორები - მეწარმე რიჩარდ კორტნი და ბიზნეს მწერალი ჯორჯ კასიდი „ბითლზის“ შეუპოვრობასა და შემოქმედებით უნარზე ამახვილებენ ყურადღებას.

1969 წელს როკ ჯგუფ „ბითლზის“ სიმღერა “Come Together” ბრიტანეთში პირველ ადგილზე იყო. „ბითლზის“ ორმა თავყანისმცემელმა 42 წლის შემდეგ ამავე სახელწოდების წიგნი გამოუშვა, რომელიც მცირე მეწარმეებს კომერციული საქმიანობის წარმართვის სფეროში გაკვეთილებს სთავაზობს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ფაიზა ელმასრი.

ბიზნეს რჩევას ბევრი წყარო იძლევა, წიგნების, სემინარებისა და ინტერნეტის ჩათვლით, მაგრამ ახლა, მათ რიცხვს, როგორც ჩანს, როკ ჯგუფ „ბითლზიც“ დაემატა, ამბობენ წიგნის ავტორები ჯორჯ კესიდი და რიჩარდ კორთნი. „ბითლზის“ წევრებმა წარმატებას კლასიკური ბიზნეს მოდელის გამოყენებით მიაღწიეს. ჯორჯ კესიდი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ კომერციულ წამოწყებაში შესაბამისი ბიზნეს-პარტნიორების შერჩევა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. როცა ახალგაზრდა ჯონ ლენონმა და პოლ მაკკარტნიმ ლივერპლულში როკ ჯგუფის შექმნა დააპირეს, მათ ამ ფაქტორს დიდი ყურადღება დაუთმეს.

„მათ გაუმართლა იმ მხრივ, რომ მათ პირადი მიმზიდველობა გააჩნდათ. პიროვნებები ერთმანეთს კარგად ეხამებოდა. ამას გარდა, ისინი სხვადასხვა დარგში ნიჭით უაღრესად დაჯილდოვებულები იყვნენ. ისინი ხომ მშვენიერი მომღერლები, კომპოზიტორები და შემსრულებლები იყვნენ,“ აღნიშნა წიგნის ავტორმა ჯორჯ კესიდიმ.

წიგნ „ბითლზის ბიზნეს სიბრძნე“ ავტორები - მეწარმე რიჩარდ კორტნი და ბიზნეს მწერალი ჯორჯ კასიდი „ბითლზის“ შეუპოვრობასა და შემოქმედებით უნარზე ამახვილებენ ყურადღებას.

იმის შემდეგაც როცა ალბომი “Please, Please Me” ბრიტანეთში პირველ ადგილზე გავიდა, „ბითლზს“ კიდევ ერთი წელი დასჭირდა, ვიდრე ჯგუფმა შეერთებულ შტატებში წარმატებას მიაღწია. „ბითლზის“ ჩამწერი სტუდიის ამერიკულმა წარმომადგენლობამ „კაპიტოლ რეკორდსმა“ ჯგუფის მუკისის გამოშვებაზე უარი განაცხადა. მაგრამ ალბომის ხარისხის გამო კამათის დაწყებისა ან ამერიკაში პოპულარობის მოპოვების ნაცვლად, როკ ჯგუფმა ახალი სიმღერების ჩაწერა გააგრძელა. „ბითლზი“ სიმღერებს „კაპიტოლ რეკორდსში“ გამუდმებით აგზავნიდა. საბოლოოდ, 1964 წელს ამერიკულ მედიაში ბრიტანეთში „ბითლზის“ მიმდევრობის შესახებ გამოქვეყნებული ცნობების შემდეგ, „კაპიტოლ რეკორდსმა“ გამოუშვა „ბითლზის“ სიმღერა “I Want to Hold Your Hand.” ეს სიმღერა გახდა „ბითლზის“ პირველი წარმატება შეერთებულ შტატებში.

წიგის ავტორი ჯორჯ კესიდი აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევა წარმატების საწინდარი გახლდათ.

„პერიოდი 1964 და 1966 წლებს შორის, როცა მათ ერთი მიზანი ამოძრავებდა, არის სწორედ ის პერიოდი როცა მათ განსაცვიფრებელ შედეგებს მიაღწიეს. იმ დროს ისინი ხშირად მოგზაურობდნენ და წელიწადში ორ ალბომს უშვებდნენ. ამას გარდა, მათ რამდენიმე ფილმი გადაიღეს. შედარებით მცირე დროის მონაკვეთში მათ ბევრი რამ შესძლეს, რასაც მათ შორის არსებული ჰარმონია უწყობდა ხელს,“ აღნიშნავს წიგნის ავტორი ჯორჯ კესიდი.

„ბითლზის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბიზნეს გაკვეთილს შეცდომების აღიარება წარმოადგენს. რიჩარდ კორტნის თქმით, რამდენიმე წლის მანძილზე შემოსავლის ძირითად წყაროს კონცერტების გამართვა წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ ჯგუფის წევრების დროისა და ენერგიის გამოყენებას ითხოვდა. მაგრამ შემდგომში „ბითლზის“ წევრებმა სხვა შემოსავლის წყაროები გამონახეს, მათ შორის საავტორო ჰონორარებისა და ფილმების ჩათვლით. შედეგად სულ მალე მათ კონცერტების გამართვას სტუდიებში მუსიკის ჩაწერა ამჯობინეს.

წიგნის ავტორები რიჩარდ კორტნი და ჯორჯ კესიდი იმედს გამოთქვამენ, რომ წიგნი მცირე ბიზნესების მეპატრონეებს „ბითლზის“ წარმატებას ახლებურად დაანახებს.

XS
SM
MD
LG