ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა


საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა
საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა

ეროვნული ნიშნით და რელიგიური ნიშნით საქართველოში დისკრიმინაცია არ ხდება.

ამ დღეებში ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მოსმენები გამართა, სადაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შენიშვნები გაკეთდა.

სიტყვის თავისუფლება, მედია საშუალებები, სასამართლო სისტემის პოლიტიზირება, მძიმე მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებეში, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევა - ეს არის საკითხები, რომელთა მიმართ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეკომენდაციით, თბილისმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

ასოციაცია ”დევნილთა უფლებებისთვის” პრეზიდენტი ზურაბ ბენდიანიშვილი, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საუბრობს:

”ბუნებრივია, სერიოზულად რეალური პრობლემები ადამიანის უფლებების მხრივ, საქართველოში არსებობს: სასამართლო სისტემა, მედია, დევნილთა უფლებები. ძალიან ბევრი კრიტიკული ანგარიშები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში, რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობებს. ეროვნული ნიშნით და რელიგიური ნიშნით საქართველოში დისკრიმინაცია არ ხდება. თუ მათი უფლებები ირღვევა, ირღვევა ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის უფლებები. მთლიანობაში კი შეიძლება ითქვას, რომ საფუძველს მოკლებული არ არის საერთაშორისო ორგანიზაციების, უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.”

გასული წლის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს იმ ქვეყნების სია წარუდგინა, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა. ამ სიაში მოხვდნენ ბულგარეთი, იტალია, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი. ევროპარლამენტარები აღნიშნავდნენ, რომ ეს ქვეყნები ევროსასამართლოს მოთხოვნების შესრულებას არ ჩქარობენ.

XS
SM
MD
LG